პროექტული სწავლების ტრენინგის ამ ორმა დღემ უკვე დამანახა,რომ მასწავლებელს როგორც ფასილიტატორს და მოსწავლეებს,როგორც საკუთარი ცოდნის მშენებელს, რამხელა დადებითი მუხტის და განვითარების მოტანა შეუძლია პროექტული სწავლების ჩართულობისას.
პროექტული სწავლების დროს მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართულნი ცხოვრებისეულ პრობლემების დანახვის და გადაჭრის ასპექტებთან,უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს და აძლიერებს სწავლის პროცესს.სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები ეხმარება დიფერენცირებულ სწავლებას.
ტრენინგის პროცესში უკეთესად გავერკვიე პროექტის დაგეგმვის იერარქიაში,რესურსების მოძიების ,შეფასების რუბრიკის შექმნის პროცესში.