Sunday, November 24, 2013

დასრულდა ტრენინგი. ამ ცხრა დღის განმავლობაში შევისწავლე და გავითავისე ბევრი რან, რაც პროექტის დაგეგმისთვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი.იმედია დაინტერესდებით ჩემი პროექტით "ტყე-სიცოცხლის წყაროა",რომელიც ეხება დღევანდელ ეკოლოგიურ პრობლემებს.წინასწარ გიხდით მადლობას.
უღრმესი მადლობა ტრენერს იმ შრომისა და დახმარებისთვის ,რაც მან გაგვიწია. 

Sunday, November 17, 2013

ტრენინგის მე-8 დღე

 დღევანდელ დღეს განვიხილიეთ დიფერენცირებული სწავლის მეთოდები და შევქმენი აქტივობები.განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები და გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები. ჩემი პროექტის ყველა მასალა ჩავალაგე შესაბამის საქაღალდაში.

Saturday, November 16, 2013

ტრეინგის მე-7 დღე

მოსწავლის ცოდნის შესაფასებლად უნდა გამოვიყენე შეფასების რუბრიკა. გავითვალისწინე ჩემს პროექტში შეფასების სტრატეგიები და გავაკეთე შეფასებები. ჩავყარე შესაბამის საქაღალდაში. ბლოგზე კოლეგას გავუკეთე კომენტარი თავის პროექტთან დაკავშირებით.

Sunday, November 10, 2013

ტრენინგის მე-6 დღე

ძალიან მომეწონა იდეა  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შესახებ. თითქოს უფრო დამეხმარა დაკონკრეტებაში. შაბლონების დათვალიერებისა და ტრენერის დეტალურად ახსნის მერე შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელშიც ფაქტობრივად მოსწავლის უნარები უნდა გამოვლინდეს. მიხარია ფინალს ვუახლოვდები.

Saturday, November 9, 2013

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს გავერკვიე, თუ როგორ გამოვიყენო სწორი მიმართულებით ინტერნეტის მასალები  და გავითვალისწინო სამართებლივი და ეთიკური ნორმები, საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.  ვისწავლე თუ რა სახით ჩამოვწერო გამოყენებული ლიტერატურის და ვებგვერდების მისამართები .  რა სახით განვათავსო  ვიდეო და აუდიო მასალა პრეზენტაციაში, მოკლეთ საავტორო უფლებებს აღარ დავარღვევ!!!!

Sunday, November 3, 2013

ტრენინგის მეოთხე დღე.

ვიმსჯელეთ წინარე ცოდნის შეფსებაზე. პროვოცირების მეთოდები და განვსაზღვრე მოსწავლეთა საჭიროებები. შევადგინე მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების  ჩეკ-ლისტი და შეფასების დროში გაწერილი გეგმა. ასევე ვისწავლე როგორ ავტვირთო მასალა youtube-ზე და ამ მასალის ლინკის დადება პრეზენტაციის სლაიდზე.